სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთანდაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო სამედიცინოდახმარება. როცა, ზოგიერთი მედიასაშუალება ასეთფაქტს ავრცელებდა, იქვე, კადრში, მათდა სამწუხაროდ, ეკიპაჟი ჩნდებოდა. სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო. მათი შრომა ძალიან დასაფასებელია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ იყო, მოქალაქეების დაძაბვასა და ხელისუფლებისთვის, რეპუტაციული ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.

მოვკარი თვალი ისეთ ინფორმაციას, რომ სასწრაფოს ხელმიუწვდომლობის გამო, სტუდენტები ქაშუეთის ეზოში იყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ადგილზე იყვნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც მზად იყვნენ ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად. იმ კონკრეტულ ადგილზე, მინიმუმ, ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელიც იმ დროისთვის, არავის სჭირდებოდა. ეს იყო გამიზნულად, რათა ადამიანები უფრო მეტადდ დაეძაბათ და შეშფოთებულები გაეხადათ და ამ კუთხითავ მიეყენებინათ რეპუტაციული ზიანი ხელისუფლებისთვის, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებზე. მისი თქმით, მძიმე და დრამატული ინფორმაციები ვრცელდებოდა იმის შესახებ, თითქოს, ასეულობით ადამიანია დაზარალებული.

ჰოსპიტალიზაცია 11 ადამიანს დასჭირდა. მათგან 6 სამართალდამცავია, ხოლო 5 - მოქალაქე. მათიმდგომარეობა არცერთ შემთხვევაში არა არის მძიმე. აქვთ სხვა დონის ტრავმები. შესაბამისად, ყველა მათგანთან მიმართებაში მიმდინარეობს მკურნალიბა.ზოგიერთის შემთხვევაში, ეს გაცილებით მარტივადაა, ზოგიერთის შემთხვევაში, ეს შეიძლება, გახანგრძლივდეს, მაგრამ ეს ტრავმები არსებითად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის ”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.