ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გარიგებამ, შესაძლოა, ფარმაცევტულ სექტორს ხარჯები 19 მილიარდი დოლარით გაუზარდოს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეთანხმების შედეგად ფარმაცევტული კომპანიებისთვის წარმოქმნილი დამატებითი ხარჯები, სავარაუდოდ. 13-დაn 19 მილიარდ დოლარამდე იქნება. ეს მოხდება იმის გამო, რომ ბრენდული მედიკამენტები 15%-იანი ტარიფით დაიბეგრება.


დამატებითი ხარჯები კი გამოიწვევს ფასების ზრდას მომხმარებლებისთვის, თუკი ფარმაცევტული კომპანიები არ მიიღებენ ზომებს ტარიფების გავლენის შედეგების შესარბილებლად. 

ფარმაცევტული კომპანიები ისტორიულად საბაჟო გადასახადით არ იბეგრებოდა. წამლები არის აშშ-ში ევროპული ექსპორტის უმსხვილესი ნაწილი - ევროკავშირზე შტატებში იმპორტირებული მთელი პროდუქციის დაახლოებით 60% მოდის. 


ამასთან, Bernstein-ის ანალიტიკოსის კორტნი ბრინის შეფასებით, დამატებით დარმოშობილი 19 მილიარდის ნაწილის დაფარვას კომპანიები შეძლებენ იმ ზომების დახმარებით, რომლებსაც უკვე იღებენ - ისეთების, როგორიცაა პრეპარატების მარაგების შექმნა და ახალი შეთანხმებები მკვლევრებთან.


მანამდე Roche-ს გენერალურმა დირექტორმა თომას შინეკერმა განაცხადა, რომ კომპანია ზრდის თავის მარაგებს აშშ-ში, რათა თავიდან აიცილოს ტარიფებით გამოწვეული მყისიერი წყვეტა.  


UBS-ში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რომელი ჯენერიკები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან.
როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულების მიუხედავად, ფარმაცევტული პრეპარატების ტარიფები ამ დრომდე გაურკვეველია. მართალია, ახალი სავაჭრო შეთანხმება ძალაში 1 აგვისტოდან შედის, თუმცა 15%-იანი ტარიფი, რომელიც ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქტების უმრავლესობაზე დაწესდა, ფარმაცევტულ კომპანიებს ამ ეტაპზე არ შეეხება.