ქვეყანაში სამედიცინო პერსონალს შორის, ყველაზე მცირერიცხოვან კატეგორიას სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტის ექიმები შეადგენენ. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა 51-ია.

ყველაზე ბევრი კადრი კი შინაგანი მედიცინის სფეროს ყავს - ქვეყანაში  3 098 თერაპევტია.

მეორე ადგილზე არიან სტომატოლოგები - 2 909 სპეციალისტი. მესამეზე ადგილს, რაოდენობის მიხედვით (1 937), ქირურგები იკავებენ.

რაც შეეხება სხვა სპეციალობებს, ქვეყანაში არის 1 501 მეან-გინეკოლოგი, 1 051 პედიატრი,  501 ოფთალმოლოგი, 1 533 რადიოლოგი,  486 ფსიქიატრი და ნარკოლოგი და ა.შ.