კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ გრიპის სეზონური ვაქცინის მესამე ფაზის კვლევებმა დადებითი შედეგები აჩვენა.
კვლევებმა 1 1 ქვეყნიდან 40 ათასზე მეტი ადამიანი მოიცვა. პრეპარატმა არსებულ ვარიანტებთან შედარებით თითქმის 27%-ით მეტი ეფექტიანობა აჩვენა.
ყველა ჯგუფში - რისკის კატეგორიაში და ასაკოვრივ ჯგუფებში შედეგები თანაბრად მაღალი იყო.
Moderna-ს გენერალური დირექტორის სტეფან ბანსელის თქმით, კვლევების შეეგები მნიშვნელოვანი ეტაპია ხანდაზმულ ადამიანებში გრიპის ტვირთის შესამცირებლად.
„გასული სეზონის სიმძიმე ხაზს უსვამს უფრო ეფექტიანი ვაქცინების აუცილებლობას. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას mRNA-ს ბაზაზე აქვს პოტენციური უპირატესობები მოცირკულირე შტამების მიმართ, ასევე გრიპის მომდევნო პანდემიაზე სწრაფი რეაგირების და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებთან ერთად კომბინირებული ვაქცინების შექმნის მიმართულებით,“ - აღნიშნა მან.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ბანსელის განმარტებით, მათი უმრავლესობა მსუბუქია, ყველაზე გავრცელებული რეაქცია კი ინექციის ადგილის ტკივილია.
ასევე აღინიშნა დაღლილობა, თავის ტკივილი და მიალგია.